კრიმინალი
გამგეობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრეს
2018-03-21 16:06:52
ბოლნისში, გამგეობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის ერთ-ერთ მოტივად მიწის ნაკვეთის ირგვლივ არსებული დაპირისპირება სახელდება.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ორი მუხლით, კერძოდ, 118-ე, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
კომენტარები