მსოფლიო
გერმანიაში საქართველოს 3 მოქალაქე დააპატიმრეს
2018-03-15 10:35:08
გერმანიის ქალაქ პადერბორნში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულები კარგად შემუშავებული სქემით მუშაობდნენ, რომლის მიხედვითაც 2 მათგანი ადგილობრივ სუპერმარკეტებში ქურდობდა. ქურდობის შემდეგ კი ისინი ტერიტორიას ავტომანქანით ტოვებდნენ, რომელშიც მათ მესამე ეჭვმიტანილი ელოდებოდათ. ქართველების დაკავება გერმანიაში ქურდობის მორიგი მცდელობის დროს მოხდა.
კომენტარები