მსოფლიო
ზუგდიდში სამი ადამიანი დაჭრეს
2018-03-13 18:02:43
ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სამი ადამიანი დაჭრეს. დაჭრილები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მომხდარი ქურდულ გარჩევას უკავშირდება.
"დაჭრილი სამი პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო დანარჩენი ორის მდგომარეობა სტაბილურია," - ამის შესახებ ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ განაცხადა.
როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება 19/109 - მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
კომენტარები