2 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამეგრელოში 18 000 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამეგრელოს რეგიონში 18 000 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით,"-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები