მსოფლიო
“ვერაზე კაცი მოკლეს, შოკში ვარ!”
2018-03-11 23:31:18
ჟურნალისტი ელისო კილაძე Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
"ვერაზე,ტატიშვილზე კაცი მოკლეს,ჯერ მხოლოდ გვარი ვიცი-ხატოევი.
შოკში ვარ!"
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ. გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მოკლულს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები