მსოფლიო
"ფული ტომრებით გაჰქონდათ"- თავდასხმა თიბისი ფეის ინკასატორზე
2018-03-09 21:15:52
შეირაღებული თავდასხმა თიბისი ფეის ინკასატორზე - წაღებულია 200 ათასი ლარი.
ორი ნიღბიანი აბაშაში მამუკა ჩოჩიას ოჯახს თავს ღამით დაესხა და სამეგრელოს შვიდი რაიონის სწრაფი გადახდის აპარატებიდან ამოღებული მთელი თანხა წაიღო.
ფული ბანკის რეგიონალური მენეჯერის სახლში ინახებოდა. ჩოჩიების ოჯახში ყვებიან, რომ ინკასატორმა დღის ბოლოს ათობით ათასი ლარის, ევროსა და დოლარის ბანკის საცავში შეტანა ვერ შეძლო, რადგან უქმე დღეები დაემთხვა და ფული სახლში წაიღო.
ლელა ჭანტურიას თქმით, საცხოვრებელ სახლში ნაღდი ფულის არსებობის შესახებ თავდამსხმელებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია.
„ფული გვინდაო. ჩვენ ყველაფერი ვიცითო და დაიწყეს ოთახებში სირბილი. გამოიტანეს, დაჩეხეს, ნაჭრის ჩანთებში იყო ფული მოთავსებული, ჩატენეს ტომრებში, რომ გადიოდნენ, არ იკივლოთო. თქვენთვის უარესიაო, ჩვენ უკან დავბრუნდებით და კარგი რაღაც არ მოხდებაო. გაიტანეს ტომრები, გააღეს კარი, მანქანით ელოდებოდნენ და გავარდნენ,“- განაცხადა ლელა ჭანტურიამ.
კომენტარები