კრიმინალი
შსს-მ ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
2018-02-06 14:53:06
თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.
შსს-ის ცნობით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა ის რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.
„დაკავებულმა, მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა,“- განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
კომენტარები