„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით „ფრანის“ საახალწლო კონცერტი გაიმართა
2017-12-30 20:16:26
ზესტაფონში და ჭიათურაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებები და ჯგუფ „ფრანის“ კონცერტი გაიმართა. როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, მომღერალმა, გაგა ჩიხლაძემ აღნიშნა, ყველაფერი იდეალურად იყო ორგანიზებული და მსგავსი კონცერტები ხშირად უნდა ჩატარდეს.
“ძალიან კარგი მსმენელი და კარგად დაგეგმილი ღონისძიება იყო. მოკლედ, იდეალურად წარიმართა ყველაფერი. ორგანიზატორების იდეას ყოველთვის გვერდში დავუდგები მთელი ცხოვრება, იმიტომ, რომ ბევრი ასეთი კონცერტი უნდა ჩატარდეს”,-აღნიშნა გაგა ჩიხლაძემ.
საახალწლო ღონისძიებებზე საბავშვო კალენდრების კონკურსში გამარჯვებული 12 მოსწავლე დააჯილდოვეს. ეს არის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც ბოლო წლებია, ტრადიციულად ტარდება ჭიათურასა და ზესტაფონში, ასევე მუნიციპალიტეტების სოფლებში. მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები ვერცხლისფერი ნაძვები, “ბიბლუსის” სასაჩუქრე ვაუჩერები და კალენდრები გადაეცათ.
ღონისძიების წამყვანი კი მსახიობი მაკა შალიკაშვილი იყო.
„კონკურსის მიმდინარეობისას, კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამთო და მეტალურგიის თემაზე ნამუშევრები წარმოადგინეს. გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრების ავტორები, რომელთა ნახატებით წლის კალენდარი გამოიცა“, – განაცხადეს კონკურსის ორგანიზატორებმა.
შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, რეგიონისთვის ასეთი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მან აღნიშნა კომპანია ცდილობს, საახალწლო განწყობა შეუქმნას როგორც თანამშრომლებს, ასევე იმ ორ მუნიციპალიტეტს, სადაც „ჯორჯიან მანგანეზი” საკუთარ საქმიანობას ახორციელებს, საუბარია ჭიათურასა და ზესტაფონზე.
„ჩვენი კომპანია ყოველთვის ხელს უწყობს, რომ რეგიონში სადღესასწაულო განწყობა და სიახლე სუფევდეს. გვიხარია, რომ დღესასწაული შედგა, ძალიან პოზიტიური და სასიამოვნო ღონისძიებები იყო. რაც შეეხება კალენდრების კონკურსს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ტრადიციულად გაგრძელდება მომავალ წელსაც. ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და სრულიად საქართველოს მივულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, ვისურვებდი, რომ მომავალი წელი ბევრი სიკეთის მომტანი ყოფილიყოს“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები