მსოფლიო
ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
2017-12-29 12:37:24
ჩამოტვირთვა
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდნენ ფერწერულ ნახატზე ყალბი დასკვნის გაცემას, თითქოსდა აღნიშნული ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს და გამოართვეს 7 000 აშშ დოლარი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
კომენტარები