მსოფლიო
რა იყო დაღუპული მოსწავლის უკანასკნელი სიტყვები..
2017-12-04 00:16:26
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მომხდარის დროს მოუწია მორიგეობა, დაღუპულ ახალგაზრდას დავით სარალიძეს იხსენებს. როგორც ის ყვება, მოზარდს მათი ესმოდა და სიკვდილს 23 საათი ებრძოდა.
“გუშინ ჩემს კუთვნილ მორიგეობაზე შემოვიდა მისამართი: -ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ! ჩვენ რა თქმა უნდა არ დავყოვნდით, მისამართის მიღებიდან 5 წთ-ში აღნიშნულ მისამართზე მივედით. ზღვა ხალხი დაგვხვდა ადგილზე, მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო.
შევედით ეზოში და აი ისიც, დათო სირალიძე, თავისივე სისხლის გუბეში ჩაწოლილი, კანი ცივი, ფერმკრთალი, ღრმად დაბინდული ცნობიერებით. მისი ჭრილობები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ვხვდებოდი, რომ მისი გადარჩენა რთული, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა… მან შემომხედა და ერთი ამოიღლუღლუღა – “გადამარჩინეთ!”
ელვისებური სისწრაფით გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება. ღმერთს ვევედრებოდი გული არ გაეჩერებინა მისთვის და დედისთვის შვილი არ წაერთვა. დავითს კი ვთხოვდით თვალები არ დაეხუჭა და ებრძოლა სიცოცხლისათვის. ჩაძახილზე თუ როგორ ესმოდა ჩვენი – ის, თითების ჟესტით გვანიშნებდა, რომ მას ჩვენი ესმოდა. სტაციონარის ეზოში შესვლისას თვალები დახუჭა, სუნთქვას აჩერებდა.
სასწრაფოდ შევიყვანეთ კლინიკაში და იქვე გული გააჩერა. მთელი კლინიკის ექიმები მობილიზირებულები იყვნენ, ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია და გულის რითმი მალევე აღდგა. მაშინვე საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს. ის სიცოცხლისათვის 23 სთ-ი იბრძოდა. მიუხედავად ყველაფრისა მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, როდესაც მისი წყლიანი, უმწეო თვალები დახმარებას გვთხოვდა 😰 ლევან დადუნაშვილი მე არ მინახავს, მას სხვა ბრიგადა ემსახურებოდა, ისეთივე უმწეო, ისეთივე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით იყო როგორიც დათოსი, ის კლინიკაში მისვლამდე, სასწრაფოს მანქანაში გარდაიცვალა…”,- წერს თამუნა საღარეიშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები