კრიმინალი
თბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს
2017-12-01 15:16:35
თბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები „კურიერს“ უყვებიან, რომ დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა.
შელაპარაკება ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას #4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ორივე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. ვრეცლდება ინფორმაცია, რომ მათი მდგომარეობა მძიმეა. ისინი, სავარაუდოდ, მე-11 კლასის მოსწავლეები არიან.
თვითმხილველის თქმით, დაპირისპირებაში 10-15-მდე მოსწავლე მონაწილეობდნენ.
„დანებით დაჭრეს ერთმანეთი. ორია დაჭრილი. ორი მძიმედ იყო, ერთს თავი ჰქონდა გატეხილი,“- აღნიშნა თვითმხილველმა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
http://rustavi2.ge
კომენტარები