სოც. მედია
მარად შანთაძის ფოტოები და უკანასკნელი პოსტი სასტუმრო „ლეოგრანდიდან“
2017-11-26 23:45:58
ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" დაღუპული 6 ახალგაზრდა მამაკაცი ხანძრის დროს სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა. გარდაცვლილთა შორის არის მარად შანთაძე. გთავაზობთ მის უკანასკნელ პოსტს სასტუმროდან, რომელიც 11 ნოემბერს გამოაქვეყნა. "სამი მუშკეტერიი"- წერდა შანთაძე, რომელიც "ლეო გრანდში" სავარჯიშოდ იყო მისული .
ასევე ცნობილი ხდება რამდენიმე დაღუპულის სახელი და გვარი: ზაურ აბულაძე, გიორგი ცინცაძე, დათო ქამადაძე, როინ ჯოყილაძე, დავით ლორთქიფანიძე, ბექა შათიკაშვილი (ეს უკანასკნელი დაღუპულებს შორის ყველაზე ახალგაზრდა - 22 წლისაა, ის ბათუმში სასულიერო სემინარიის სტუდენტი იყო და ღვთისმშობლის ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა).
კომენტარები