კრიმინალი
სოფელ რუისში მოქალაქეს ფიზიკური ძალადობის მუქარით თანხა გამოსძალეს
2017-11-10 13:44:03
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული მ.ბ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ რუისში მოქალაქეს ფიზიკური ძალადობის მუქარით თანხა გამოსძალა.
გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
კომენტარები