1 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

,,ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში ღონისძიებები გაიმართება"

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან  დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს.

"მინდა, ყველას მოგილოცოთ უდიდესი ეროვნული მოღვაწის, ქართველთა განმანათლებლის, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე. 

მთავრობის ორგანიზებით, ამ იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში სადღესასწაულო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება. 
ღონისძიებები იმართება სათაურით, „ილია - ჩვენი თანამედროვე“. ეს სიტყვები ნამდვილად ასახავს ამ უდიდესი ეროვნული მოღვაწის არსს და მასშტაბურობას, ვინაიდან არ არსებობს ნებისმიერი, თუნდაც დღევანდელი ეროვნული პრობლემა, რომლის ამონახსნიც ვერ ამოიკითხება ილიას ნააზრევში. 

კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ამ უდიდესი მოღვაწის იუბილე, მოღვაწის, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება, სიცოცხლე მიუძღვნა ერის თვითმყოფადობის განმტკიცებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივებას. ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მთელს ერთან ერთად, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ოცნებობდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ!"- ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები