მსოფლიო
ბაიდენმა შესაძლოა პრეზიდენტობაზე კენჭი იყაროს
2017-10-26 12:51:27
ჯო ბაიდენმა შესაძლოა პრეზიდენტობაზე კენჭი იყაროს. ამის შესახებ მან გამოცემა Vanity Fair-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ბაიდენმა არ გამორიცხა,რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ბაიდენი ინტერვიუში, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოღვაწეობას ქვეყნისთვის სახიფათოს უწოდებს.ჯოზეფ ბაიდენი აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი 2009-2017 წლებში იყო. მანამდე კი დელავერის შტატის სენატორი.
ამ პოსტზე ის პირველად 30 წლის ასაკში აირჩიეს და ვიცე პრეზიდენტობამდე მუშაობდა.1974 წ ჟურნალმა TIMES-მა იმ ადამიანთა 200 კაციან სიაში შეიყვანა, ვინც მომავალში ისტორიას შექმნიდა.
კომენტარები