1 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"თბილისი დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი აქცია " - ზაალ უდუმაშვილი

  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მხრდამჭერებთან ერთად რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო მსვლელობა სოლოლაკის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

  "დღეს იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი და მრავალათასიანი აქცია. ამ აქციის მიზანი ყველამ კარგად იცის - თბილისმა უნდა დაიბრუნოს ის დაკარგული ტერიტორიები, რომელიც თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილს დაუკანონა. ჩვენ არ გავჩერდებით ვიდრე საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ. თბილისის დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ძალიან მრავალრიცხოვანი და ძალიან ხმამაღალი აქცია"- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

  საპროტეტო აქცია-მსვლელობა მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ დაიწყება და სოლოლაკში დასრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები