მსოფლიო
ოზურგეთის რაიონში დანით მამაკაცი მოკლეს
2017-10-11 19:09:45
ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში მკვლელობა მოხდა. დაახლოებით, 45 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. როგორც ცნობილია, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მოკლულის თანასოფლელია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
http://rustavi2.ge
კომენტარები