მსოფლიო
ლიტვის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მთელი გამოსვლა რუსეთის აგრესიას დაუთმო
2017-09-20 11:41:24
ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მთელი გამოსვლა რუსეთის აგრესიას დაუთმო. გრიბაუსკაიტეს გამოსვლის წინ, რუსეთის დელეგაციამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომათა დარბაზი დატოვა.
„ამ სხდომის მიმდინარეობისას, დაახლოებით, 100 ათასი რუსი სამხედრო მონაწილეობს წვრთნებში „დასავლეთი 2017“ - ბალტიის სახელმწიფოების, პოლონეთის საზღვართან, არქტიკაშიც კი. კრემლი ამუშავებს მეზობლებზე თავდასხმის გეგმას. დასავლეთზე თავდასხმისთვის ამზადებენ სამხედროებს“, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
კომენტარები