მსოფლიო
ტერეზა მეიმ ლონდონის მეტროსადგურში მომხდარი აფეთქება ტერაქტად შეაფასა
2017-09-15 16:50:49
ლონდონში მეტროსადგურ პარსონს-გრინზე აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, საქმეს ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილება იძიებს.
აფეთქებასთან დაკავშირებით Twitter-ზე განცხადება გაავრცელა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელშიც მომხდარი ტერაქტად შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ პარსონს-გრინზე მომხდარი ტერაქტისას 22 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში მკურნალობენ. BBC-ის ცნობით, სადგურზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
კომენტარები