მსოფლიო
ირაკლი ალასანიას ცოლი:"რა დროს ჩემი გათხოვება იყო"
2017-09-10 23:42:52
ირაკლი ალასანიას ცოლი და ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ამჯერად ფანჯიკიძე წერს, რომ ირაკლი ალასანია დილაობით ყველიანი ჰერკულესის მირთმევაზე დაითანხმა.
"ალასა დავარწმუნე, რომ თუ საუზმედ ჰერკულესს ყველით მიირთმევს, გარდა იმისა, რომ მის ჯანმრთელობას წაადგება, ეს ფაქტიურად ღომია. მან განაცხადა, რომ ფაქტიურად ღომს ფაქტიურად ელარჯი ურჩევნია და კარგს ვიზამ, თუკი ყველს და ჰერკულესს ერთდროულად დავასხამ მდუღარეს და თავიდანვე ჩავადნობ.
მეუთხარი, ჰერკულესი ვერ მომზადდება სათანადოდ, თუ ადუღებულ წყალს მაცივრიდან გამოღებული ყველი გააცივებს და ჯობს მისი მომზადების შემდეგ ვდურთო ყველი. ერთი შეხედვით, თანახმა ჩანდა, რომ დილის რვა საათზე ფაქტიურად ელარჯის ნაცვლად ფაქტიურად ღომის ჭამამ მოუწია, მაგრამ ჰოი საკვირველებავ, აი ახლა ამ წუთებში, ღამის 10:30-ზე გამოვიდა ვრცელი და მამხილებელი სიტყვით, რომ მე დღეს ვთქვი სამარცხვინო ტყუილი, რომ თუკი ყველს წინასწარ დავასხამდი წყალს, ჰერკულესი ჰერკულესად ვერ შედგებოდა! ციკლიდან: რა დროს ჩემი გათხოვება იყო", - წერს ნათია ფანჯიკიძე.
კომენტარები