მსოფლიო
"არაადამიანები, სადარბაზოში დახვდნენ უცხოელ ტურისტს, გაძარცვეს და სასტიკად სცემეს"
2017-09-07 11:34:09
თბილისში ალექსიძის 1 ნომერში უცხოელ ტურისტს თავს დაესხნენ-ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე თამარ დავითაია ავრცელებს.
მისი თქმით, ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზოსთან 3 უცნობი მამაკაცი რუსს ვიზიტორს სასტიკად გაუსწორდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თავდასხმას შეესწრო დაშავებული ტურისტის მეგობარი გოგონაც. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები