მსოფლიო
ნიკა გვარამია: "დეკანოზ გიორგი მამალაძეს საჯაროდ ვთავაზობ მის ადვოკატობას"
2017-09-05 14:43:31
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.
ამის შესახებ გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დეკანოზ გიორგი მამალაძეს საჯაროდ ვთავაზობ მის ადვოკატობას შემდეგი ინსტანციების სასამართლოებში. ცხადია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და, ცხადია, მის საადვოკატო გუნდთან ერთად. ველი გამოხმაურებას“, - წერს ნიკა გვარამია.
კომენტარები