კრიმინალი
მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
2017-09-05 11:17:44
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები 2016-2017 წლებში, ყალბი მინდობილობების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში, გერმანიის და ყაზახეთის ორი მოქალაქის კუთვნილ ჯამში 11 444 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება 4 მლნ ლარს აღემატება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
კომენტარები