1 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უილიამი და ქეითი მესამე შვილს ელოდებიან

კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია უილიამი და ქეითი მესამე შვილს ელოდებიან. 

dailymai-ის ცნობით, ამის შესახებ კენსინგტონის სასახლემ ოფიციალურად განაცხადა.

სამეფო წყვილს 4 წლის პრინცი ჯორჯი და 2 წლის პრინცესა შარლოტა ჰყავს.

ფეხმძიმობის გამო, ქეით მიდლტონი დღეს ლონდონის ბავშვთა ცენტრში დაგეგმილ ღონისძიებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ორი კვირის წინ ტაბლოიდები წერდნენ, რომ კეიტ მიდლტონს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ის საავადმყოფოდან მალევე გამოწერს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები