1 4 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინტერვიუ 16 წლის ქართველ კალათბურთელთან, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

ჩამოტვირთვა

გაიცანით, 16 წლის ქართველი კალათბურთელი, რატი ანდრონიკაშვილი, რომელსაც დიდ  მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში დიდ ბრიტანეთს სძლია, გაიმართა B დივიზიონის ფინალური მატჩი, რომელშიც საბერძნეთმა ჰოლანდიას 74:60 მოუგო და პირველი ადგილი დაიკავა. ფინალის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელზეც ტურნირის გამორჩეული მოთამაშეები დაასახელეს.

ტურნირის სიმბოლურ ხუთულში შევიდა ჩვენი ნაკრების გამთამაშებელი, რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც ტურნირზე საშუალოდ 23.8 წუთში 13 ქულას, 3.5 პასს, 2.8 ჩაჭრას და 2.8 მოხსნას აგროვებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები