1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტერაქტი ბარსელონაში - დაღუპულია 13 ადამიანი, დაშავებულია 20

ბარსელონაში ტერაქტი მოხდა. ხალხმრავალ ადგილას, იქ, სადაც ყოველდღიურად ათიათასობით ტურისტი გადაადგილდება, მიკროავტობუსი საფეხმავლო ზონაში შევარდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

თავდასხმას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 20 ადამიანია დაშავებული.

შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. მათი თქმით, სამართალდამცავებმა მოქალაქეები მაღაზიაში შეიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ფურგონის მძღოლმა გაქცევა მოახერხა და თავი ახლოს მდებარე თურქულ რესტორანს შეაფარა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შეიარაღებულია და მან მძევლების აყვანა მოახერხა.

პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამ დროისთვის მოედანი მთლიანად გადაკეტილია. უსაფრთხოების მიზნით ახლოსმდებარე მეტროს და რკინიგზის სადგურები დახურულია. სამართალდამცავებმა კაფეების და რესტორნის მფლობელებს ხალხის შენობებში დატოვებისკენ მოუწოდეს.

მოსახლეობას და ტურისტებს ქალაქის ცენტრში მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაშავებულები. ისინი მოქალაქეებს ცხელ ხაზზე დაკავშირებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები