მსოფლიო
ტრაგიკული შემთხვევა : 11 წლის გოგონას აუზში ბანაობის შემდეგ გული გაუჩერდა
2017-07-03 00:41:28
თურქეთში მოსკოველ ტურისტს, 11 წლის გოგონას აუზში ბანაობის შემდეგ გული გაუჩერდა.
გავრცელებული ცნობის მიხედვით, გოგონამ აუზში ბანაობის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო და სასტუმროს ნომერში ავიდა. თავდაპირველად მას ძლიერი თავბრუსხვევა ჰქონდა , რის შემდეგაც კომაში ჩავარდა და გული გაუჩერდა .
უცხოური მედიის ცნობით, გოგონა თურქეთში დასასვენებლად დედასთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ვარაუდობენ, რომ გოგონას ტვინში სისხლი ჩაექცა
კომენტარები