მსოფლიო
,,ჩემი ცხოვრების ორი ახალი სიყვარული.." - რონალდუს სუროგატმა დედამ ტყუპები გაუჩინა
2017-06-30 17:05:00
"ბედნიერი ვარ რომ ჩემი ცხოვრების ორი ახალი სიყვარულის ხელში დაჭერა შემიძლია" - წერს კრიშტიანუ რონალდუ სოციალურ ქსელში და ახალდაბადებულ ტყუპებთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ირკვევა ბიჭს მატეო დაარქვეს, გოგონას - ევა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ კონფედერაციათა თასზე მესამე ადგილისთვის მატჩში არ ითამაშებს. მას საპატიო მიზეზი აქვს - ფეხბურთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც სუროგატი დედისგან რონალდუს ტყუპები დაიბადნენ.
კრიშტიანუ რონალდუს ჰყავს შვიდი წლის ვაჟი - კრიშტიანუ რონალდუ-უმცროსი, რომელიც ასევე, სუროგატი დედისგან დაიბადა.
კომენტარები