კრიმინალი
ყაჩაღობა ახალციხის მუნიციპალიტეტში - სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
2017-06-27 14:57:28
ყაჩაღობა ახალციხის მუნიციპალიტეტში - სოფელ წნისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოპერატორი ცივი იარაღით დაჭრეს და თანხა გაიტაცეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ოპერატორისთვის მიყენებული ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის
კომენტარები