კრიმინალი
შატილის ქუჩაზე დაჭრის ფაქტი გახსნილია - ბრალდებულები ჯერ არ დაუკავებიათ
2017-06-26 14:21:46
თბილისში შატილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია და ამ დროისთვის მათ დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიების ცნობით, დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა.
შატილის ქუჩაზე დაჭრილი 4-ვე ახალგაზრდა კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ცნობილია, რომ დაჭრილთაგან ერთ-ერთი სპორტსმენია.
ექიმების თქმით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავაც მძიმეა, მას ყელის არესა და ზურგში მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
კომენტარები