კრიმინალი
ოქროს საიუველირო ნაკეთობების საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
2017-06-19 12:20:32
ჩამოტვირთვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი "სარფი“- ს გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო წესების დარღვევით გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით, 333 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულებამ 24 197 ლარი შეადგინა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით.
კომენტარები