მსოფლიო
კახეთში ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა - არის მსხვერპლიც
2017-06-16 14:03:05
სოფელ ზინობიანთან, ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ექვსი კი დაშავდა.
ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.
ერთმანეთს opel-ისა და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ტაქსის ნიშნები ქონდათ და მგზავრები გადაყავდათ.
დაშავებულები ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით მოათავსეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
კომენტარები