კრიმინალი
გაექცა თუ არა პოლიციას ისნის სამმართველოდან მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდამსხმელი?
2017-06-15 10:43:57
ჩამოტვირთვა
გაექცა თუ არა პოლიციას ისნის სამმართველოდან მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდამსხმელი? ინფორმაცია გაქცევის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გაავრცელა.
აღნიშნული არც შსს-ში და არც ისნის პოლიციის განყოფილებაში არ დაუდასტურეს.
გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში ერთი დაკავებული მიიყვანეს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი მომხდარ ინციდენტთან.
დათო როსტომაშვილს გუშინ თბილისში, 5 დეკემბრის ქუჩაზე დაესხნენ თავს. დამნაშავეს ნიღაბი ეკეთა. მან ბეისბოლის ჯოხით როსტომაშვილს დაზიანება თავის არეში მიაყენა, რის შემდეგაც მსახიობი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში.
კომენტარები