მსოფლიო
რუსთავში 7 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა - მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
2017-06-14 19:03:12
რუსთავის მე-7 მიკრორაიონში მცირეწლოვანს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, 7 წლის გოგონამ ქუჩაზე გადაირბინა, რა დროსაც მას "ოპელის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. მძღოლის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: interpressnews.ge
კომენტარები