კრიმინალი
"თავზე ტომარა მქონდა და არაფერი არ დამინახია" - კომპანია "სვეტის" დირექტორი გატაცებაზე კომენტარს აკეთებს
2017-06-13 14:40:41
ჩამოტვირთვა
სამშენებლო კომპანია სვეტის დირექტორი მისი გატაცების დეტალებს ჰყვება. გივი ჯიბლაძის განცხადებით, ის სახლიდან გამოსვლისას გაიტაცეს. ბიზნესმენის თქმით, ოთხმა გამტაცებელმა თავზე ტომარა ჩამოაცვა და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.
ისინი ბიზნესმენს იარაღის მუქარით 150 ათას დოლარს სძალავდნენ და 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ.
ჯიბლაძის თქმით, გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან. ჯიბლაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ თავად ზურაბ წერეთელი არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული.
გივი ჯიბლაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მის კაბინეტში სროლა იყო.
კომენტარები