კრიმინალი
ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს
2017-06-13 10:43:03
ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიებია 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საქმეზე დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ ორი დღის წინ, ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა, თუმცა მეზობლებმა მომხდარის შესახებ დღეს შეიტყვეს და სამართალდამცველებს აცნობეს.
კომენტარები