მსოფლიო
მოკრივე ავთანდილ ხურციძე აშშ-ში თავის დაკავებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
2017-06-08 17:56:07
მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ავთანდილ ხურციძე, ნიუ-იორკში მის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
სპორტსმენი წერს, რომ ის აშშ-ში ის 8 ივლისის ბრძოლისთვის მოსამზადებლად ჩავიდა, როდესაც ადგილზე გაუგებრობა მოხდა.
ავთანდილ ხურციძე საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს:
„მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს უახლოვეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება განვაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის.
მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას!“
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში ბრალი 33 ადამიანს, მათ შორის ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს - ე.წ. კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის წაუყენეს.
კომენტარები