0 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქობულეთის იმ სასტუმროს მფლობელი, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ბავშვები ემსხვერპლნენ გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. უწყების განმარტებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქობულეთში, აღნიშნულ სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები