მსოფლიო
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
2017-05-25 11:13:11
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ასევე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
კომენტარები