კრიმინალი
რუსთავში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო დააყაჩაღეს
2017-05-23 13:06:14
ყაჩაღობა რუსთავში - იარაღის მუქარით მიკროსაფინანსო კომპანია ლენდო დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით დაახლოებით 10:00 საათისთვის მოხდა. წინასწარი ცნობით, თავდამსხმელმა მიკროსაფინანსო კომპანიიდან 10 000 ლარის წაღება შეძლო.
ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარები