მსოფლიო
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე დააკავეს
2017-05-23 11:08:35
ჩამოტვირთვა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების მიზნით, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ათეულობით მოქალაქის სახელზე 2014-2017 წელბში დაამზადეს მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები, რაც წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და საკუთრებაში დაარეგისტრირეს ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ავშნიანის დასახლებაში მდებარე 3 694 840 ლარის ღირებულების 59 630 კვ.მ (59 ჰა) მიწის ნაკვეთი. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის 3-ე ნაწილის „ბ“ და 4-ე ნაწილის „ა“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
კომენტარები