კრიმინალი
ნონა წოწორიას ძმის სახლიდან ამოღებულია პისტოლეტი და ვაზნები - შსს
2017-05-19 10:27:16
ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში მიმდინარე ჩხრეკასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და მას ადვოკატი ესწრებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა ტიპის ვაზნები. უწყების ინფორმაციით, დაინიშნება ექსპერტიზა.
გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბათუმში, წოწორიების ბინაში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან.
კომენტარები