0 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქალბატონი, რომელმაც შვილის მკვლელობა გამოიძია, მოკლული იპოვეს

მექსიკელი ბიზნესვუმენი, მირიამ როდრიგეს მარტინესი,  600 ქალის ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლებიც საკუთარ დაკარგულ ნათესავებს ეძებდნენ. ქალი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.

ის ცნობილი გახდა წარმატებული გამოძიებით, რომელიც მისი გოგონას გატაცებას და მკლველობას უკავშირდებოდა. გოგონა ადგილობრივმა ნარკოტიკულმა კარტელმა, ზეტასმა ჩაიდინა.

დედის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, პოლიციამ დამნაშავეთა ჯგუფი დააკავა, მაგრამ მარტში ერთ-ერთი დამნაშავე გაიქცა და მას შემდეგ ქალზე მუქარა დაიწყო.

მარტინესი დედების დღეს, 10 მაისს მოკლეს.

ქალის კოლეგები აცხადებენ, რომ მან პოლიციისგან დაცვა ითხოვა, მაგრამ რეაგირება მათი მხრიდან არ ყოფილა.

პოლიციის თქმით კი, ინსპექტორები დღეში სამჯერ მიდიოდნენ უსაფრთხოების დასაცავად მარტინესის სახლში. მისი ოჯახი პოლიციის განცხადებას ეწინააღმდეგება.

მექსიკურმა ადამიანთა უფლებების დამცველმა კომისიამ განაცხადა, რომ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები