2 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მეცოდებით და მებრალებით" თაკო გაჩეჩილაძე განცხადებას ავრცელებს

    სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, რომელიც "ევროვიზიის" კულისებში გადაღებულმა  ლოცვის ვიდეომ გამოიწვია, მომღერალი თაკო გაჩეცილაძე განცხადებას ავრცელებს :
    "საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა, და რასაც ბავშვობიდან მასწავლიან ეს არის უფლის სიყვარული და ლოცვა! 
მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა! - რომ მეცოდებით და მებრალებით ყველა ის ბნელი და ურწმუნო არსება, ვინც ლოცვაზე ღადაობთ! 
1- ეს პოსტი ევროვიზიის პირადმა მედიამ
დადო და 2- სულ რომ მე დამედო, არც გამიტყდებოდა... 
ესე იგი ვერანაირი ნაკლი რომ ვერ იპოვეთ ბოლოს ლოცვას ჩაეჭიდეთ საღადაოდ:)))) რა საწყლები ხართ და სასაცილოები!:)) მე სადაც მინდა და როგორც მინდა ისე ვილოცებ და ესე დავუახლოვდები უფალს , თქვენ კი მართლა ფარისევლებო, ამაზე იღადავებთ და ხვალ ალბათ ეკლესიაშიც შეხვალთ და სანთელსაც დაანთებთ! 
სრულიად ყველა კონკურსანტი გასვლის წინ ლოცულობდა და მათი ქვეყნები მათ გულშემატკივრობდნენ, და მათთან ერთად ლოცულობდნენ და მაინცდამაინც საქართველო უნდა იყოს გამორჩეული და მადლობა ღმერთს უმრავლესობაში არ ხართ ბნელო ნაწილო, რომლებიც ამაზე იცინით და ღადაობთ! 
სირცხვილი თქვენ! 
თქვენ მგონი უკვე ლოცვაც ვერ გიშველით! 
ა ხო, პრინციპში ლოცვა ხო ”ტეხავს” , გოიმობაა და ათეისტობა ”მაგარი პონტია! ”
ვაი თქვენს პატრონს 
პ.ს.- ვილოცებ თქვენთვისაც იქნებ რამე გეშველოთ! "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები