1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კანიე ვესტმა კარდაშიანის შიშველ ფოტოებზე იეჭვიანა და ცოლი აი ამ ფორმით დასაჯა

  კანიე ვესტი 2017 წლის Met  Gala -ს საღამოს არ დაესწრო. ის შვილებთან, ნორსთან და სეინთთან ერათად იმყოფებოდა ლოს ანჯელესში.  ფაქტმა ბევრის გაოცება გამოიწვია, რადგან მეთ გალას დაესწრო მისი ცოლი, კიმ კარდაშიანი უმცროს დებთან, კენდალ და კაილი ჯენერებთან ერთად. კიმი ხალიჩაზე მარტო პოზირებდა.  ამასთან ,  Met  Gala-ს  ორგანიზატორი, ანა ვინტურა  კანიეს კარგი მეგობარია. სხვადასხვა წყაროები კანიეს ასეთი გადაწყვეტილების მიზეზებზე ალაპარაკდნენ.

როგორც ამბობენ, ვესტს წინასწარ ჰქონდა განძრახული  საღამოზე არდასწრება. ამის მიზეზი კი ცოლის ფოტოები გახდა.  

კიმ კარდაშიანი გასულ კვირას უფროსი დის, კორტნი კარდაშიანის დაბადების დღეზე იმყოფებოდა მეხიკოში. სწორედ მეხიკოში გადაღებულმა ცოლის არასასურველმა ფოტოებმა გააღიზიანა რეპერი კანიე ვესტი. მას კიმის მოდის სახედ ქცევაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ახალმა ფოტოებმა კი, სადაც კიმი კარგად ნამდვილად არ გამოიყურება, კანიეს აზრით, მათი ბრენდის იმიჯი დააზიანა. როგორც ამბობენ, ფოტოების მიზანმიმართულად გამოქვეყნებაში რეპერი კორტნი კარდაშიანს ადანაშაულებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები