მსოფლიო
წყნეთის ქუჩაზე დაპირისპირება ტრანსგენდერი ქალებისა და მათი მეზობლის დაკავებით დასრულდა
2017-05-02 10:50:49
ჩამოტვირთვა
ხმაური იყო გვიან ღამით წყნეთის ქუჩაზე. დაპირისპირება ტრანსგენდერი ქალებისა და მათი მეზობლის დაკავებით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით ხმაურის მიზეზი ტრანსგენდერებსა და მათ მეგობარს შორის ურთიერთობის გარჩევას მოჰყვა.
მოგვიანებით დაპირისპირებაში მეზობლებიც ჩაერთვნენ. ტრანსგენდერები სამართალდამცავებს უმოქმედებაში ადანაშაულებდნენ და აცხადებენ, რომ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
უშუალოდ დაკავებულებს კი, წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ.
კომენტარები