მსოფლიო
ტესლას ელექტრომობილები მსოფლიოს იპყრობენ
2017-04-21 16:26:20
მსოფლიოს ავტოკონცერნების სტრატეგიული გათვლებით, 2020 წლისთვის მსოფლიოში ყოველი მეათე მანქანა ელექტრომობილი იქნება: 2020 წლისთვის გერმანია ვარაუდობს, რომ მის გზებზე 1 მილიონი ელექტრომობილი იმოძრავებს, ჩინეთი უახლოესი 10 წლის განმავლობაში 3 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს, ნორვეგიაში აქტიურად განიხილავენ კანონს, რომლის მიხედვითაც 2025 წლიდან ქვეყანაში მხოლოდ ელექტრომობილები და სხვა „მწვანე“ ავტომობილები უნდა გაიყიდოს და ნავთობპროდუქტებზე მომუშავე ავტომანქანები თანდათან გამოვიდეს მოხმარებიდან.
ელექტრომობილები პირდაპირ იპყრობენ საავტომობილო ბაზარს, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ავტოინდუსტრია ახალი რევოლუციური ცვლილებების ზღურბლზე დგას. და მაინც რითია ასეთი მომხიბვლელი ელექტრომობილი, რა უპირატესობები გააჩნია ტრადიციულ, შიდაწვისძრავიან ავტომობილებთან შედარებით?
ელექტრომობილები მხოლოდ გარეგნულად თუ ჰგვანან ჩვეულებრივ ავტომობილებს, ისინი სულ სხვა პრინციპით მუშაობენ. ელექტრომობილებს არ გააჩნიათ შიდაწვის ძრავა, და, რა თქმა უნდა, არ სჭირდებათ საწვავი, მათი ენერგიის წყარო მძლავრ და ტევად ბატარეებში დამუხტული ელექტროენერგიაა, ხოლო მანქანებს ელექტრომოტორები ამოძრავებს.
ტესლას პარკინგის პრობლემებზე ბევრს საუბრობდნენ, ამიტომ პარკინგის დროს დამუხრუჭების პროლემის გადასაჭრელად ტესლამ S და X მოდელებში სპეციალური სამუხრუჭშე სისტემა ჩააყენა, რომელიც ავტომობილს იცავს დაზიანებისაგან.
ელექტრო მანქანების შემქმნელები აცხადებენ, რომ 53, 000-დან მხოლოდ 2% დაზიანდა თებერვლიდან 2016 წლის ოქტომბრამდე და ყველა ეს დაზიანებული მოდელი განახლდა.
კომპანია აცხადებს, რომ შემთხვევათა სტატისტიკის მიხედვით, დაზიანებები არაა დაკავშირებული სამუხრუჭე სისტემასთან.
თუ მოწყობილობა გაფუჭდა, პარკინგის სამუხრუჭე სისტემას შეეძლება მანქანის გადაადგილება მაინც შეაჩეროს.
როგორც ავტომობილების ბაზრის ანალიზი აჩვენებს, მომხმარებლებს უფრო და უფრო მოსწონთ ელექტრომობილები და მწარმოებლებიც დღითი დღე აუმჯობესებენ ელექტრომობილების მახასიათებლებს. კომპანია Tesla Motors-მა 2016 წელს წარმოადგინა ახალი Model III, რომელმაც ავტოშოუზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს მოდელი (გარდა იმისა, რომ გაუმჯობესებული ბატარეების სისტემა აქვს, რომელთა დამუხტვას სულ 25 წუთი სჭირდება და მანქანა 320 კმ-ს გადის) უფრო იაფი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი, უკვე საქვეყნოდ ცნობილი მოდელი Tesla S. ახალი მოდელის სავარაუდო საბაზისო ფასი $35,000 გახლავთ და, თუმცა მისი გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა, კომპანიამ წინასწარ უკვე 400 ათასამდე(!) შეკვეთა მიიღო.
კომენტარები