2 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

" ხვალე პაემანი მაქვს.."- ვახტანგ რჩეულიშვილის უკანასკნელი პოსტი სოციალურ ქსელში

   "ხვალე, 7 მარტს მაიას დაბადების დღეა. უფალმა ახალი შვილიშვილი აჩუქა- ჩვენც ვიფიქროთ კარგზე, სამართალი გაიმარჯვებს. ხვალე პაემანი მაქვს (ციხეში, მაგრამ მაინც ერთად ვიქნებით " - ეს საჯარო პოსტი ბიზნესმენმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 6 მარტს გამოაქვეყნა, რჩეულიშვილი მეუღლესთან , მაია რჩეულიშვილთან  პაემანისთვის  ემზადებოდა..  სწორედ რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.. რჩეულიშვილს სიმსივნე აღმოაჩნდა, მეტასტაზები კი მთელ ორგანიზმში იყო წასული..  დღეს დილით, 64 წლის ასაკში ვახტანგ  რჩეულიშვილი თოდუას კლინიკაში გარდაიცვალა      
   ვახტანგ რჩეულიშვილის მეუღლეს, მაია რჩეულიშვილსა და მის დას რუსუდან კერვალიშვილს ცენტრ პოინტის საქმეზე სასამართლომ 4-4 წლიანი პატიმრობას მიუსაჯა. სასამართლომ ისინი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო. საქმე რჩეულიშვილის ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები