0 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება შეხვედრა ბექა ჩილაშვილთან

2017 წლის 12 აპრილს, 17:00 სთ.-ზე თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება შეხვედრა მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „კვაჭი კვაჯანტირაძე“ თურქულ ენაზე მთარგმნელ ფარნა - ბექა ჩილაშვილთან.

ფარნა - ბექა ჩილაშვილი, იგივე ფაჰრეთინ ჩილოღლუ თანამედროვე თურქული ლიტერატურის ერთ–ერთი საინტერესო წარმომადგენელი, ლიტერატურულ სამყაროში ცნობილი პროზაიკოსი, პოეტი და ესსეისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწეა. ქართველი მკითხველი მას სხვადასხვა დროს გამოცემული პროზაული თუ პოეტური კრებულებით იცნობს: „სასაზღვრო ფიქრები“ , „სანამ თოვს“, „ერთი წვეთი ლიმონი“ და სხვა. ასევე, თარგმანებით: ოთარ ჭილაძე - „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ნოდარ დუმბაძე - „მზიანი ღამე“, ერლომ ახვლედიანი - „კოღო ქალაქში“, დათო ტურაშვილი - „ჯინსების თაობა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები