სოც. მედია
ულამაზესი ფოტოები დათოვლილი სიონიდან - როგორი ამინდა მოსალოდნელი საქართველოში აღდგომის დღეებში
2017-04-11 14:49:15
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 - 11 აპრილს საქართველოში შენარჩუნდება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დედაქალაქში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხვალ, 11 აპრილს - ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
12 - 15 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იწვიმებს, ღამის საათებში მაღალმთაში მოთოვს.
16 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.
კომენტარები